Monday 27 July 2015

ბატეთის ტბა


ბატეთის ტბა ქარელიდან ასე, 28 კილომეტრში, ძამას ხეობაშია.
გზად 50-მდე მონასტერს ნახავთ, „ყინწვისის ანგელოზის“ „სარკინეთის“, „ქოზიფას“ და ასე...
თავზეხელაღებული და უმოწყალო „ოფროუდერი“ ან აჩიკო და თუთა თუ არა ხარ, ჯობია, მანქანა დატოვო (წარწერაა ერთი - „ტბისი 5 კმ-ში“, მანდ) და ფეხით აუყვე.
მოკლედ, აჩიკომ გზების ხარისხი ასე დაყო:
15 კმ -კაი გზა;
9 კმ - გაფუჭებული გზა;
ბოლო 4 კმ - დედააფეთქებული გზა.



თუ ახლა არ გჯერათ და მანდ გზადაგზა იკითხავთ, ღირს თუ არა მანქანით ასვლა, ყველა ერთსა და იმავეს გიპასუხებთ: „არ გირჩევ, რამეს დატოვებ“.
ჩვენ ავედით.
მაინც არ ღირს! J
ქარელის გადასახვევიდან 15 კმ კარგი გზაა, ანუ, 15 წუთი დაგჭირდებათ. მერე იწყება ქვა-ღორღიანი, ტალახიანი აღმართები, დიდი გუბეები და ე.წ. „колея“, - ნაბორბლარები. :))




ზევით, ტბის გარშემო სულ ხეებია, წყალთან ახლოს მისვლა  და მით უფრო, შესვლა არ ღირს, დაჭაობებული ნაპირების და კიდე იმის გამო, რომ ამბობენ, ტრიტონებითააო სავსე (არ იკბინებიან, მარა მაინც არ უნდა იყოს სასიამოვნო). მე არ მინახავს, მარა არ მეეჭვება. :p





ნაძვებში კარვის გაშლა და ცეცხლის დანთება შეგიძლიათ. 




დილას კარვის კარის შეხსნა და ასეთი ხედის ნახვა ცხოვრებას მინიმუმ 5 წლით გაგიხანგრძლივებთ.





სამაგიეროდ, ამ 5-დან ერთ წელს ღამე ბაყაყების ყიყინი და ბუს კივილი გამოგიქვითავთ. მე არ დამეძინა. სხვათაშორის, ბაყაყებს მორიგეობა აქვთ. იქითა ბრიგადა რომ ჩაჩუმდება, მერე აქედან უტევენ და ასე.

მერე ტბას თუ შემოუვლით, ბევრს იხეტიალებთ, სუფთა ჰაერს ხარბად ჩაისუნთქავთ და გამოვლილი გზის ისევ გავლაზე გული არ შეგიღონდებათ, შეგიძლიათ, შინ ბედნიერები დაბრუნდეთ.